გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკოსებს ახალგაზრდების დაპირისპირების განმუხტვისკენ მოუწოდებს

 

   “თავისუფალ ზონასა” და “თავისუფალ თაობას” შორის მომხდარ დაპირისპირებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აუცილებელია, რომ აღნიშნულ პროცესებში ჩართულმა პოლიტიკოსებმა სიტუაციის დეესკალაცია მოახდინონ.
“იქ არ არიან მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთი ან მეორე მხრიდან, არამედ ჩართულები არიან პოლიტიკოსები. პოლიტიკოსებმა სიტუაციის დეესკალაცია უნდა მოახდინონ. მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით მე მოვუწოდე ყველას, ითანამშრომლონ გამოძიებასთან. ასევე მოვუწოდე სამართალდამცავ ორგანოებს, გამომდინარე ვითარების პოლიტიკური სირთულიდან, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ ეს საკითხები. ეს იყო მოწოდება გუშინწინ და იგივე რჩება დღესაც.
აბსოლუტურად დაუშვებლად მიმაჩნია, საქმე გაარჩიონ ქუჩაში, მუშტი – კრივის მეთოდებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში, სადაც ღიაა მედიარესურსები, სადაც ყველა მონაწილე პირს აქვს შესაძლებლობა, მივიდეს ან ბრიფინგი ჩაატაროს, ან დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა და, ჩემი აზრით, არავინ ამას არ უკრძალავს“, – განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ “ამისთვის არსებობს გადაცემები, ამისთვის არსებობს პრესა და მათი პოლიტიკური პოზიციები უნდა დაფიქსირდეს მხოლოდ ვერბალურად და არა ფიზიკურად”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები