შვედეთის ელჩი: შვედეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას აპაუზებს
შვედეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას აპაუზებს, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი სოციალურ პლატოფორმა X-ზე წერს.
ელჩი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის, ბენჟამინ დოუსას განცხადებას აქვეყნებს.
“შვედეთის მთავრობა მზადაა ღია კარით დახვდეს საქართველოს, თუ ქვეყანა უფრო დემოკრატიული განვითარებისკენ წავა. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მიმართ შვედეთის მხარდაჭერა გაიზარდა“, – წერს დიპლომატი.
მანამდე, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, ბენჟამინ დოუსამ განაცხადა, რომ შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას აჩერებს.
მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირთან კვლავ დაახლოების შემთხვევაში, შესაძლოა, ურთიერთობები განახლდეს.