“არცერთი ბრალდება, რომელიც ეხება არჩევნების გაყალბებას, არ ეფუძნება არანაირ ფაქტს” – თორნიკე რიჟვაძე

“კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ამ არჩევნებში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, ქართველის ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ძალიან მტკიცედ გამოხატა მისი ნება, რომ ისინი მხარს უჭერენ “ქართული ოცნების” პოლიტიკას, ისინი მხარს უჭერენ ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძემ ჩატარებული არჩევნები კიდევ ერთხელ შეაფასა.

“არცერთი ბრალდება, რომელიც ეხება არჩევნების გაყალბებას, არ ეფუძნება არანაირ ფაქტს, არანაირი საფუძველი არ არსებობს”, – განმარტა რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები