“ზვიად გამსახურდიას ჩამოგდების შემდეგ, მსგავსი რაღაც საქართველოში არ მომხდარა – შინაური და გარეული გაერთიანდა, რომ თავისი ნება თავს მოგვახვიოს” – სვიმონ ჯანგულაშვილი
,, შინაური და გარეული იბრძვის, რომ გვარამია და ხოშტარია, ლომჯარია და ჯაფარიძე, მელია და სააკაშვილის პარტია გამეფდეს”,- ამის შესახებ საზოგადოება “ქართულის” დამფუძნებელი სვიმონ ჯანგულაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერზე წერს.
Საზოგადოება
,,ქართულის ” თანადამფუძნებელი პარალელს 1991 წელს, ზვიად გამსახურდიას პერიოდთან ავლებს.
,,ქუჩაში ათასობით ზვიადისტს ხვრეტდნენ ხუნტისტები და ამერიკელები და ევროპელები მათ უწოდებდნენ დემოკრატებს და ზვიადს – ფაშისტსა და დინების წინააღმდეგ მიმართულს…
ყველაზე სისხლიანი ავტორიტარიზმი ააშენა სააკაშვილმა და გარეული “მოყვარე” პოლიტიკოსები დღემდე დემოკრატიის შუქურას უწოდებენ.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ამბობს – 2004 წლიდან საქართველოში მძლავრი დემოკრატია იყო, ხოლო დღეს არაო.
სახელმწიფო მდივანი, რომელიც 2 თვეში აღარავინ აღარ იქნება. 0 იქნება.
ევროპარლამენტი გვეუბნება – სააკაშვილი გამოუშვით, პოლიტპატიმარია, ნუ აწამებთო. რუსებს სანქციები გამოუცხადეთო. თავი გაინადგურეთო.
ქართველმა ერმა უთხრა “არა” სააკაშვილს. მისმა 20-მა პროცენტმა ამომრჩეველმა უთხრა “კი”…
გახარია და ხაზარაძე და მათი პარტიები დღეს დგანან არჩევანის ზღვარზე – ან აჰყვნენ ნაცებს და წყალი აამღვრიონ, ან შევიდნენ პარლამენტში და იქიდან გაუწიონ ოპონირება ხელისუფლებას.
ეს არის გახარიას და ხაზარაძის გამოცდა – ისინი ნამდვილად მესამე ძალა არიან, თუ ნაცები.
საქართველო გაივლის ამ განსაცდელს. საქართველო გახდება ევრო-კავშირის წევრი. საქართველო გამთლიანდება და გაბრწყინდება.
ჩვენს ერს და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას – უმრავლესობასაც და ოპოზიციასაც ყველაზე მძიმე გამოცდა და განსაცდელი აქვთ.
პირველი, რაც ამ განსაცდელის შემდეგ უნდა გაკეთდეს – უნდა აიკრძალოს მკვლელებისა და სადისტების პარტია. სანამ ნაცები პოლიტიკაში იქნებიან, მუდამ ამ უმძიმეს რყევებში ვიქნებით.
მათ სექტანტებს – მიშას და გვარამიას ჰიტლერერებსა და სტალინელებს კი, არაფერი ეშველებათ.
უნდა ვიცოდეთ, რომ ეს 20 პროცენტი ნაცისტები გვყავს და მშვიდად და სიყვარულით უნდა მივუდგეთ მათ ფსიქიკურ და ეთიკურ პრობლემებს – მათ ინფანტილურ ისტერიკებსა და მათ ბოროტებას.
ჰიდრას თავი უნდა წააცალოს ჩვენმა ერმა. ცხრავე თავი. ეს ჰერაკლესეული გმირობა სჭირდება ქართველ ერს.
ღვთისმშობელმა გვიშველოს და ბოროტი სიკეთედ მოაქციოს,” – ნათქვამია სვიმონ ჯანგულაშვილის სტატუსში.