ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ხვალ „ქართული ღვინის დღე“ აღინიშნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2014 წლის 4 ოქტომბერს პირველად „ქართული ღვინის დღე“ აღინიშნება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად 4 ოქტომბერს კახეთს ეწვევა და საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. “ქართული ღვინის დღის” ფარგლებში საზეიმო ღონისძიებები ალავერდის სამონასტრო კომპლექსში გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება საზეიმო დოღს, სიტყვით მიმართავს ალავერდის კომპლექსში შეკრებილ მოსახლეობას.
მთავრობის მეთაური მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ყვარლის რაიონში „მეღვინეობა ხარებას“ რთველშიც მიიღებს მონაწილეობას. რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად “ყვარლის გვირაბებს” ეწვევა და დაათვალიერებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები