“საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელთა განცხადებებმა ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციაზე არ არსებობს” – პრემიერი

“საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელთა განცხადებებმა ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციაზე არ არსებობს”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, არჩევნები შედგა.

“მოვისმინეთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელების მონაწილეობით პრესკონფერენცია, რამაც ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს. პირიქით, ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ის იყო კონკურენტული და მთლიანობაში ეს შეფასება ასახავს იმ სურათს, რაც არის მოცემული.

უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ ტერმინებს იყენებდნენ მომხსენებლები ამ არჩევნების შეფასებისას. ისინი საუბრობდნენ არჩეულ ხელისუფლებაზე, რაც პირდაპირ ნიშნავს არჩევნების სრულად ლეგიტიმურად აღიარებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მისიას. ჩვენ ჯერ კიდევ თებერვლიდან დავიწყეთ მათი მოწვევა, ვიყავით ღია დაკვირვებისთვის. არჩევნები არის შემდგარი“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები