“საქართველო სარგებლობს დემოკრატიით, ამომრჩეველთა აქტივობა იყო ძალიან კარგი” – საერთაშორისო დამკვირვებელი, რიჩარდ ჰენრიკ ჩარნეცკი

“საქართველო სარგებლობს დემოკრატიით, ამომრჩეველთა აქტივობა იყო ძალიან კარგი”, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, რიჩარდ ჰენრიკ ჩარნეცკიმ ისაუბრა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია.

“მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია. ეს კარგი გზავნილია ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანებისთვის, ეს ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი ჩართულია პოლიტიკაში და სურთ პოლიტიკურ ცხოვრებაზე ზემოქმედება. ახლა საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანია სტაბილურობა და დასავლური სამყაროს ინტერესი, ევროკავშირის სურვილი არის ასევე ახლო ურთიერთობა საქართველოსთან”, – აცხადებს რიჩარდ ჰენრიკ ჩარნეცკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები