გიორგი პაპუაშვილი მიდორი მაცუშიმას შეხვდა

იაპონიის იუსტიციის სამინისტროში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს იუსტიციის მინისტრმა მიდორი მაცუშიმამ უმასპინძლა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. გიორგი პაპუაშვილმა და მიდორი მაცუშიმამ ორი ქვეყნის სამართლებრივი და პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ იგი თვალყურს ადევნებს საქართველოში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში და მოხარულია, რომ საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანაა დემოკრატიული და სამართლებრივი რეფორმების თვალსაზრისით. საუბრისას მიდორი მაცუშიმამ აღნიშნა 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მნიშვნელობაზე, დემოკრატიულ ღირებულებებზე, რასაც თვად კონსტიტუცია ითვალისწინებდა. მინისტრი განსაკუთრებით სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა იმ პერიოდში კონსტიტუციით გათვალისწინებული ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორი საარჩევნო და სხვა უფლებებით.
შეხვედრის ბოლოს, მიდორი მაცუშიმამ სურვილი გამოთქვა, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში იგი საქართველოს ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები