ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა
2024 წლის 25 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა გაყიდა 40 000 000 აშშ დოლარი. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7199 შეადგინა.