ყაზანის შემდეგ, გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს უკრაინაში ჩამოსვლა სურდა, მაგრამ პრეზიდენტმა მისი ვიზიტი არ დაადასტურა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მაღალჩინოსანმა ანონიმურად განაცხადა.
მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს გადაწყვეტილება გუტერეშის რუსეთში ჩასვლის გამო მიიღო.
შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალური მდივანი 22 ოქტომბერს BRICS-ის სამიტზე დასასწრებად რუსეთში, ქალაქ ყაზანში ჩავიდა, მოგვიანებით კი პუტინთან შეხვედრა გამართა.
სიტყვით გამოსვლისას გუტერეშმა სამართლიანი მშვიდობის დამყარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.
მანამდე, გაერო-ს გენერალური მდივნის ჩასვლა რუსეთში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა.
“ეს არის არასწორი არჩევანი, რომელიც მშვიდობას ხელს არ უწყობს და მხოლოდ ზიანს აყენებს გაერო-ს რეპუტაციას” – განაცხადეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.