გია აბაშიძე: 26 ოქტომბერს აგენტოკრატიის უდიდესი შეტევა იქნება დემოკრატიულ საარჩევნო პროცესზე მრავალგვარი პროვოკაციით

26 ოქტომბერს აგენტოკრატიის უდიდესი შეტევა იქნება დემოკრატიულ საარჩევნო პროცესზე მრავალგვარი პროვოკაციით, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.“ქრისტიანულ, სუვერენულ და თავისუფალ საქართველოზე თავდასხმა მოგერიებული იქნება საზოგადოების ერთობით და საარჩევნო უბნებზე მისვლით. ნაცავაზაკები რამდენიმე სახის პროვოკაციას შეეცდებიან, კერძოდ: საარჩევნო უბნებზე ხელოვნური რიგების შექმნა; ელექტრონული საარჩევნო ყუთების დაზიანება; ფიზიკური დაპირისპირება; ე.წ. კარუსელების იმიტაცია; ბიულეტენების მოპარვა, დაზიანება, ქუჩაში დაგდება და რომელიმე ნაცტელევიზიის მიერ მყისიერი გაშუქება; ფოტოების გავრცელება, სადაც #41-ის წრეა გაფერადებული, შემდეგ კი გადახაზული, რითაც ცრუ აღქმებს შექმნიან, რომ ხდება ხმის მიცემის დაძალება და ბევრი სხვა სისაძაგლე.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოწოდების სიმაღლეზეა ყველა დონეზე, სამართალდამცველები კანონდარღვევებს არ დაუშვებენ, ჩვენ ელექტორატმა არ უნდა გამოვიჩინოთ სოციალური სიზარმაცე, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და 41-ის გაფერადებით ხმა მივცეთ მშვიდობიან განვითარებას!”,- წერს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები