ზაალ ანჯაფარიძე: ,,ნაცმოძრაობას” და მის პარტიულ მედიას საინფორმაციო ტყვიები უთავდებათ და ერთ-ერთ ბოლო ტყვიად შემონახული ჰყავდათ ამჟამად ძიების ქვეშ მყოფი და თაღლითობებში მხილებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მენეჯერი ვინმე ბაჩიაშვილი, რომელიც აფრქვევს ფეიქების მორიგ სერიას, ხელისუფლებაზე, ივანიშვილზე

,,ნაცმოძრაობას და მის პარტიულ მედიას საინფორმაციო ტყვიები უთავდებათ და ერთ-ერთ ბოლო ტყვიად შემონახული ჰყავდათ ამჟამად ძიების ქვეშ მყოფი და თაღლითობებში მხილებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მენეჯერი ვინმე ბაჩიაშვილი, რომელიც იმისათვის რომ საზოგადოებას თავი შეახსენოს, რა თქმა უნდა ნოდარ მელაძის გადაცემაში აფრქვევს ფეიქების მორიგ სერიას, ხელისუფლებაზე, ივანიშვილზე…”, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

,,ოღონდ თავი გაირეცხოს და ნაცებს ხელი წააშველოს არჩევნების წინ. ნაცებმა კი ეტყობა უთხრეს, შენ ახლა ალაპარაკდი და მერე გიპატრონებთო

სინამდვილეში! ბაჩიაშვილი რომელიც ამტკიცებს რომ მისთვის ცნობილი იყო ამ ფონდში ფინანსური მაქინაციების თაობაზე, დუმდა და ფაქტიობრივად „დანაშაულის“ თანამონაწილედ გამოდიოდა. ეს ხომ ნაცნობი ხერხია – აყვირდებიან და მსხვერპლად წარმოაჩენენ თავს როდესაც კუდზე ფეხს მწარედ დააჭერენ და დანაშაულისთვის პასუხს მოსთხოვენ.

ბაჩიაშვილი გარდა იმისა რომ უვარგისი მენეჯერი აღმოჩნდა და ასეულობით მილიონობით თანხები გაფლანგა, მან ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინები მიითვისა და საქმე სასამართლოშია.

ეს შემთხვევა ძალაუნებურად მაგონებს სალომე ზურაბიშვილის ამბავს, რომელსაც ენდნენ, პოლიტიკური სანაგვიდან ამოიყვანეს გარეცხეს და ახლა რით პასუხობს ამას, ყველა ვხედავთ. იგივე შემთხვევაა ბაჩიაშვილიც – ისიც საიდანღაც ამოიყვანეს. და კიდევ რამდენი ერთი გავიხსენო…..”, – წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები