თამარ სანიკიძე დეპუტატებს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს

მასწავლებელთა სერტიფიცირების სქემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომპეტენტური არგუმენტი არ მომისმენია, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, სერტიფიცირების სქემა, რომელიც გუშინ პარლამენტის სესიაზე “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ცვლილების განხილვისას კრიტიკის საგანი გახდა, ძალიან კარგად გამოცდილი და აპრობირებულია. “ეს არ არის ჰაერიდან აწყობილი სისტემა. ეს არის ძალიან კარგად გამოცდილი, აპრობირებული, და ვფიქრობ, ჩვენი პედაგოგებისთვის მისაღები სქემა. ამიტომ შევეცდებით ბოლომდე დავადასტუროთ და არგუმენტურებულად დავდოთ ჩვენი დასკვნები ამასთან დაკავშირებით. სქემა არ წარმოადგენს კანონში გასაწერ ინსტრუქციას, ეს არის დოკუმენტი, რომელიც დარეგულირდება ცალკე ნორმატიული აქტით ეს არის განათლების სპეციალისტების და ექსპერტების თემა, შესაბამისად, დაწერილი და წარმოდგენილი იქნება ჩვენს მიერ მთავრობაზე და დამტკიცდება მთავრობის მიერ”, – განაცხადა სანიკიძემ. შეგახსენებთ, რომ ზოგადი განათლების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით იმსჯელა. კანონპროექტი კრიტიკის საგანი საპარლამენტო უმცირესობის წევრების გარდა, უმრავლესობის მხრიდანაც გახდა. კრიტიკის ერთ-ერთი საფუძველი გახდა პროექტის ის ნაწილი, რომლის მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მასწავლებლობის უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობა ეძლევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები