ლევან სურგულაძე: ჩვენი ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით, გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა

„ჩვენი ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით, გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა, რომლითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა. ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა წელს 5.74%-ის ნაცვლად 7.55%-ით გაიზრდება, რაც ძალიან კარგია,“ –
ამის შესახებ ფინანსისტმა, ლევან სურგულაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა უნდა გააგრძელოს ის მონეტარული პოლიტიკა, რასაც წარმატებით ახორციელებს ამ დრომდე.

„თუ ჩვენთვის ვიქნებით და გავაგრძელებთ ისე მუშაობას, როგორც ახლა ვმუშაობთ, წესით არაფერი უნდა შეიცვალოს. ეროვნულმა ბანკმა უნდა გააგრძელოს ის მონეტარული პოლიტიკა, რასაც წარმატებით ახორციელებს ამ დრომდე. აქამდე ლარი იყო სტაბილური, ფინანსური ინსტიტუტები ასევე სტაბილურია, გვაქვს ძალიან ძლიერი ფინანსური სისტემა, მომგებიანი ბანკები. ზედამხედველობა უნდა გაგრძელდეს იმავე რეჟიმში როგორც არის, კაპიტალის ბუფერების მოთხოვნა უნდა იყოს იმავე დონეზე რაც არის. უკვე ამის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლით ხელი უნდა შეუწყოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რასაც ასევე წარმატებით აკეთებენ კიდევაც“, – აცხადებს ლევან სურგულაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები