ნარკოკარტელში ეჭვმიტანილმა პირებმა მექსიკელ ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს – დაიღუპა 19 ადამიანი

მექსიკაში, სინალოას შტატის დედაქალაქთან, განგსტერებმა ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს. დაპირისპირების შედეგად, 19 ადამიანი დაიღუპა.

მექსიკის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, თავდამსხმელები ნარკოკარტელის წევრები იყვნენ.

თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჯარისკაცები მოქმედებდნენ თავდაცვის მიზნით, ამიტომ ყველა დაღუპული ბანდის წევრია და მექსიკელი ჯარისკაცები არ დაშავებულან.

პოლიციამ ამ დროისთვის, ბანდის ერთ-ერთი მეთაური დააკავა. კრიმინალური დაჯგუფების ზოგიერთმა წევრმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო.

პოლიციამ 7 სატრანსპორტო საშუალების კონფისკაცია მოახდინა, საიდანაც ამოღებულია 30-მდე ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ეკიპირება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები