ირაკლი კობახიძე – 11 მილიონს უნდა მიაღწიოს ქვეყანაში ტურისტების რაოდენობამ, ჩვენი გეგმის მიხედვით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 6.4 მლრდ დოლარს მიაღწევს 2028 წლისთვის

ამოცანა არის ამბიციური, 11 მილიონს უნდა მიაღწიოს ქვეყანაში ტურისტების რაოდენობამ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, გასული წლების განმავლობაში ძალიან დიდი პროგრესი ჰქონდა ქვეყანას ტურიზმის სექტორში და ეს შედეგი აუცილებლად იქნება მიღწეული.

„ტურიზმის სფეროში გვქონდა ძალიან დიდი პროგრესი, გასული წლების განმავლობაში და აქაც, ამოცანა არის ამბიციური, 11 მილიონს უნდა მიაღწიოს ტურისტების რაოდენობამ, თუ გაგრძელდა პროცესები ისე, როგორც გრძელდება და აუცილებლად გაგრძელდება, ეს შედეგი აუცილებლად იქნება მიღწეული. რაც შეეხება ტურიზმიდან შემოსავლებს, 6.4 მლრდ დოლარს მიაღწევს 2028 წლისთვის, ჩვენი გეგმის მიხედვით,”- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები