რა მოხდა “კავკასუს ონლაინში” – კომპანია განცხადებას ავრცელებს

 

   “კავკასუს ონლაინი” კომპანიაში კრიმინალური პოლიციის შესვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს
სატელეკომუნიკაციო კომპანიაა “კავკასუს ონლაინი” კრიმინალური პოლიციის შესვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს.
როგორც „კვირას“ კომპანიიდან აცნობეს, “კავკასუს ონლაინი” სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცავ ორგანოებზე გასცემს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციას და დღეს სწორედ ამ მოთხოვნის შესრულება მოხდა.
„კავკასუს ონლაინი სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცავ ორგანოებზე გასცემს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას. 1 ოქტომბერსაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის შესრულება. მომხმარებლის მიერ სერვერის სასერვეროში განთავსება ანუ კოლოკაცია, კავკასუს ონლაინის, ისევე როგორც სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიების ერთრთი მომსახურებაა, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ. კომპანიასა და მომხმარებელს შორის ურთიერთობას ხელშეკრულება არეგულირებს, რომლის თანახმად კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ კონტენტზე (სერვერზე განთავსენული ინფორმაცია), რაც დევს სერვერზე“, -აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები