პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

 

   ადგილობრივ თვითმმართველობებში კონკურსების ჩატარების ვადები პარლამენტშიდაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი გახდა. “საჯარო სამსახურის” შესახებ კანონში საკანონმდებლო ორგანომ ცვლილება ერთი მოსმენით შეიტანა.
კონკურსის წესით შესარჩევი საჯარო მოხელეების დანიშვნის ბოლო ვადად, 31 ოქტომბრის ნაცვლად, 31 დეკემბერი განისაზღვრა.
გია ჟორჟოლიანის მიერ წარმოდგენილი ინიციატივის განხილვას პლენარულ სხდომაზე კამათი მოყვა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, კონკურსის ვადა უკვე მეოთხედ შეიცვალა.
ოპოზიცია თვითმმართველობებში რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებას ითხოვს.
“იქ სადაც კონკურსები ვერ მოესწრო, რეორგანიზაციები – ხალხის ქუჩაში გაყრა და ულუკმაპუროდ დარჩენა შეჩერდეს. თუ ამ ნორმით მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენ ამ ადამიანებს გადავარჩენთ“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები