“ქართული ოცნება” საქართველოში წარმოადგენს ერთადერთ უალტერნატივო პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეუძლია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა” – დავით მათიკაშვილი

“ქართული ოცნება” საქართველოში წარმოადგენს ერთადერთ უალტერნატივო პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეუძლია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ქვეყანაში პირველი გამოწვევა მშვიდობის შენარჩუნებაა.

“ნომერ პირველი გამოწვევა ეს არის მშვიდობის შენარჩუნება, მას მოჰყვება ეკონომიკური წინსვლა, განვითარება და ქვეყნის გაერთიანება. ეს არის ის ამოცანები, რომელსაც “ქართული ოცნება” უკვე ახორციელებს და განახორციელებს, როდესაც მიიღებს ძალიან დიდი ნდობის მანდატს ჩვენი საზოგადოებისგან და მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ ქართველი ხალხი ირჩევს მშვიდობას,” – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები