მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ამ ქვეყანას მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების და ეკონომიკის წინსვლის გარეშე ევროკავშირთან ვერავინ მიიყვანს

,,ჩვენ კითხვის ნიშანს კი არ ვსვამთ სად მივდივართ, ჩვენ ვამბობთ როგორ მივდივართ იმ დანიშნულების ადგილზე, რასაც ჰქვია ევროკავშირი. ამას არცერთი პარტია არ სთავაზობს ამომრჩეველს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა “ქრონიკას” განუცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანას მშვიდობის გარეშე ევროკავშირთან ვერავინ მიიყვანს.

„ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ამ ქვეყანას მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების გარეშე და ეკონომიკის წინსვლის გარეშე ევროკავშირთან ვერავინ მიიყვანს. ამას სთავაზობს ზუსტად „ქართული ოცნება“ ქართველებს, საქართველოს მოსახლეობას, რომ ჩვენს ქვეყანას მხოლოდ მშვიდობით, სტაბილური განვითარების შესაძლებლობებით და იმ სიკეთეებით, რაც ღირსებას უკავშირდება, მივიყვანთ ევროკავშირამდე. ამის გამოცდილებაც გვაქვს და ამის დასტურიც არსებობს თუნდაც ის, რომ დღეს საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, სწორედ ამ პარტიის და ხელისუფლების დამსახურებაა“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე 19:00 საათზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი შეხვედრა დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები