სოზარ სუბარი: აუცილებელია, რომ ქართველი ხალხი წყვეტდეს საქართველოს ბედს

,,თუ არ იქნება მშვიდობა, არ გვექნება საქართველო”, – ამის შესახებ ,, ხალხის ძალის” წევრმა, სოზარ სუბარმა “ქრონიკას” განუცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ქართველი ხალხი წყვეტდეს საქართველოს ბედს და არა ქვეყნის გარედან ისინი, ვისაც საქართველო არ აინტერესებს.

„თუ არ იქნება მშვიდობა, არ გვექნება საქართველო, ამიტომ მშვიდობის შენარჩუნება არის აუცილებელი და აუცილებელია, რომ ქართველი ხალხი წყვეტდეს საქართველოს ბედს და არა ქვეყნის გარედან ისინი, ვისაც საქართველო არ აინტერესებს. „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო“, ეს იყო ილია ჭავჭავაძის ლოზუნგი და აი, ამ იდეას, ამ მოწოდებას მივყვებით დღეს. იმდენი ხალხი, რაც დღეს აქ არის შეკრებილი, არ მახსოვს 2012 წლის შემდეგ. ასეთი ერთსულოვნება ქართველი ხალხის, არ მახსოვს 2012 წლის შემდეგ და ეს იქნება სწორედ ის, რაც გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყნის მტრებზე, ეს იქნება ერთსულოვნება”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, ,,ქართული ოცნების” შემაჯამებელი ღონისძიება თბილისში 19:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები