მაია ბითაძე: მთავარი არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ბოლო წლების განმავლობაში, მშვიდობასა და ომს შორის, სიყვარულსა და სიძულვილს შორის, უნდა გავაკეთოთ ერთად, უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე და გავაფერადოთ 41

,,მთავარი არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ბოლო წლების განმავლობაში, მშვიდობასა და ომს შორის, სიყვარულსა და სიძულვილს შორის, უნდა გავაკეთოთ ერთად, უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე და გავაფერადოთ 41″, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაია ბითაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, თუ როგორი ერთიანია ჩვენი ერი იმ გადაწყვეტილებაში, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილური ეკონომიკური განვითარება და ასევე ევროინტეგრაცია – ჩვენი ღირსებით, ტრადიციებით, რომ მთავარი მიზანი ჩვენი ერის, ჩვენი დეოკუპაცია რეალური გახდეს უახლოეს მომავალში. ყველას მოგიწოდებთ, რომ 26-ში არჩევნების დღეს, რომელიც არის მთავარი არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ბოლო წლების განმავლობაში, მშვიდობასა და ომს შორის, სიყვარულსა და სიძულვილს შორის, უნდა გავაკეთოთ ერთად, უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე და გავაფერადოთ 41“, – აღნიშნა ბითაძემ, რომელიც პარტიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას უერთდება.

ცნობისთვის, ,,ქართული ოცნების” შემაჯამებელი ღონისძიება თბილისში 19:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები