ანრი ოხანაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქართველი ხალხის ძალა რეალურად დაინახოს ყველამ

,,ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქართველი ხალხის ძალა რეალურად დაინახოს ყველამ. ყველამ ნახოს, სად დგას ქართველი ხალხი და ქართველი ხალხი დგას მშვიდობის, ღირსების მხარეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხი მმართველი გუნდის გვერდით დგას.

,,ხალხი დგას „ქართული ოცნების“ მხარეს, არა ნგრევის და არა იმ ხალხის მხარეს, რომელიც მზად არის, რომ გაყიდოს ეს ქვეყანა და ჩააბას ომში.

ამიტომ, ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი და დღევანდელი მსვლელობა, დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ დაადასტურებს, გააგონებს ყველას, ქვეყნის შიგნით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სად არის ქართველი ხალხი, რა არის მათი არჩევანი“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა, რომელიც დღეს დაგეგმილ ღონისძიებას უერთდება.

ცნობისთვის, ,,ქართული ოცნების“ შემაჯამებელი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე 19:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები