“არჩევანი არის ტყუილს, ნგრევას, ეკონომიკურ კოლაფსსა და განვითარებას შორის, ხალხი ირჩევს განვითარებას” – ქადაგიშვილი

“არჩევანი არის ტყუილს, ნგრევას, ეკონომიკურ კოლაფსს, ომს, მშვიდობასა და განვითარებას შორის. ხალხი ირჩევს, რა თქმა უნდა, განვითარებას”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„არის „ქართული ოცნება“ თავისი რეალური პოლიტიკით, რეალური შედეგებით. ჩვენი ყველა დანაპირები არის მხოლოდ და მხოლოდ არსებულ, კარგ რეალობაზე დაყრდნობილი და გაგრძელებული და არის ე.წ. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის დანაპირები არის დაახლოებით ასეთი: დავუწესოთ რუსეთს სანქციები, რითაც ეკონომიკა, სულ მცირე, უზარმაზარ დარტყმას მიიღებს და მეორე ხელით მოგცემთ ათას ლარიან პენსიას“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღეს, 19:00 საათზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი შეხვედრა დაიწყება. მმართველი გუნდის წევრები მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები