გიორგი ვოლსკი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოზე ზეწოლა არ გაჩერებულა

,,უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოზე ზეწოლა არ გაჩერებულა, რაც კონკრეტულ განცხადებებშიც გამოიხატა. ჩნდება კითხვა, საქართველოსგან რა უნდათ, თუ არა ომში მონაწილეობა?”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში საქართველო ეკონომიკური რუკიდან გაქრება.

„ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკურ ბრძოლაში შევდივართ, რომელიც აუცილებლად ცხელ ფაზაში გადავა. ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც ეს ფორმულირება ჰაერიდან არ მოვიდოდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სერიოზული ზეწოლა არ გაჩერებულა, რაც კონკრეტულ განცხადებებშიც გამოიხატა. მსოფლიო ბანკის, ატლანტიკური საბჭოს მონაცემებს თუ შეადარებთ, მაშინ კითხვა ჩნდება, პატარა საქართველოსგან რა უნდათ, თუ არა ომში მონაწილეობა იმ პირობით, რომ რუსეთს სერიოზული პრობლემა შეექმნას. ამ შემთხვევაში, საქართველო ეკონომიკური რუკიდან გაქრება. რასაკვირველია, ნგრევა არა მხოლოდ ეკონომიკური მიმართულებით იქნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები