აშშ-ში, მაკდონალდსის პროდუქტს უკავშირდება E.coli-ის ინფექციის გავრცელება, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) სამშაბათს სურსათის უვნებლობის გაფრთხილება გამოსცა, რომლის თანახმადაც McDonald’s Quarter Pounders-ის მიღების შედეგად ნაწლავური ინფექცია, E. coli-ის გავრცელება დადასტურდა – ინფორმაციას cnn-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, სულ მცირე, 49 დაავადება დაფიქსირდა 10 შტატში, მათ შორის კი ერთი ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი დაავადება კოლორადოსა და ნებრასკაშია.

“ადამიანების უმეტესობამ, ვინც დაავადდა, აღნიშნა, რომ McDonald’s Quarter Pounder სენდვიჩები ჭამა”- ამბობს CDC.

გამომძიებლები მუშაობენ იმის დასადასტურებლად, ჰამბურგერში რომელი ინგრედიენტი აავადებს ადამიანებს. პირველადი გამოძიების მიხედვით,
ბაქტერიის გავრცელება ხახვს უკავშირდება.

“McDonald’s-მა შეწყვიტა ხახვის და Quarter Pounders-ის ხორცის ღვეზელების გამოყენება რამდენიმე შტატში, სანამ გამოძიება მიმდინარეობს”- ამბობს CDC.

„ჩვენ ვმუშაობთ, რომ მალე აღვადგინოთ Quarter Pounder-ის გაყიდვა. ამ ეტაპზე, მათი გაყიდვა შეჩერებულია, რათა ჩვენი მომხმარებლები დავიცვათ. ამავდროულად, მენიუს ყველა სხვა ელემენტი, მათ შორის ძროხის სხვა პროდუქტები (ჩიზბურგერი, ჰამბურგერი, ბიგ მაკი, მაკდუბლი და ორმაგი ჩიზბურგერი) უცვლელი და ხელმისაწვდომია“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მაკდონალდსმა დაქუცმაცებული ხახვი და Quarter Pounders ღვეზელები კოლორადოს, კანზას, იუტას, აიდაჰოს, აიოვას, მისურის, მონტანას, ნებრასკას, ნევადას, ნიუ მექსიკოსა და ოკლაჰომას რესტორნებიდან ამოიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები