“როდესაც მოახლოვდა არჩევნები, ოპოზიციამ არ დაისვა თავზე სალომე ზურაბიშვილი და არ მისცა მას საშუალება, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა წარმოედგინა” – ვოლსკი

“სალომე ზურაბიშვილის გეგმა, იდეა ის იყო, რომ ოპოზიციის ლიდერად წარმოეჩინა თავი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, როდესაც მოახლოვდა არჩევნები, “ოპოზიციამ არ დაისვა თავზე სალომე ზურაბიშვილი და არ მისცა მას საშუალება, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა წარმოედგინა”.

“იდეა ერთი იყო, რომ ხალხისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, თითქოს, არ მოდის სისხლიანი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, არამედ ტექნიკური ინტელექტუალური მთავრობა იქნება ის, ვინც საქართველოს განაგებს გარკვეული პერიოდის მანძილზე. ეს იმდენად აბსურდული და არაკონსტიტუციური იყო, ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ, რასაკვირველია, ამ ლეღვის ფოთლის უკან ვერ დაიმალა ის რეალობა, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მუდმივად ქადაგებდა. ადვილად გაიშიფრა და არა ოპოზიცია, არამედ საზოგადოება გახდა მიზეზი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკან წაიღო ეს გეგმა. საზოგადოებაში გაიშიფრა ელემენტარულად, აქედან გამომდინარე, არაეფექტური იქნებოდა იმის თქმა, რომ იქნებიან პარლამენტში ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა ფრთის წარმომადგენლები, მაგრამ მიუხედავად ამისა, სალომე ზურაბიშვილო იქნება ერთადერთი და განუმეორებელი, რომელიც ქვეყნის მართვას აიღებს ხელში. ისეთი აბსურდული სურათი დახატა, რომელიც საზოგადოებაში ადვილად გაიშიფრა და რასაკვირველია, ამას განვითარება ვერ მიეცა. თუმცა, მე ვფიქრობდი, რომ ეს საკითხი მაინც შეთანხმებული იქნებოდა და შემდეგ გამოავლენდა თავის ბნელ სახეს ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მაგრამ ასე არ მოხდა,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები