თამარ ჩიბურდანიძე: დღეს ქართველი ხალხი ღია არჩევნებს ატარებს მთელი მსოფლიოს დასანახად, დღეს ყველა მხოლოდ საქართველოს ვირჩევთ

„დღეს ყველა დაინახავს გაბრაზებული ქართველი ხალხის ერთობას, რომელიც არაფრის ფასად არ თმობს მშვიდობას, აფხაზ და ოს ძმებთან თანაცხოვრებას. არ თმობს ტრადიციებს და სურს ღირებული დემოკრატიის მიღება,” – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, დღეს ქართველი ხალხი ირჩევს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას”, არამედ ირჩევს საქართველოს, რწმენას და ქართული ღირებულებების გადარჩენას!

„დღეს საქართველო ერთიანია, ისე როგორც არასდროს! დღეს ქართველი ხალხი ირჩევს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას”, არამედ ირჩევს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რწმენის, ჩვენი ღირებულებების გადარჩენას!

ოპოზიციის მტრულმა ქმედებებმა, დასავლეთის ზეწოლამ და ყალბი დემოკრატიის პროპაგანდით ერის სინდისის შეურაცხყოფამ, საქართველო ფეხზე დააყენა. დღეს კიდევ ერთი ისტორია დაიწერება. დღეს ყველა დაინახავს გაბრაზებული ქართველი ხალხის ერთობას, რომელიც არაფრის ფასად არ თმობს მშვიდობას, აფხაზ და ოს ძმებთან თანაცხოვრებას. არ თმობს ტრადიციებს და სურს ღირებული დემოკრატიის მიღება.

დღეს ქართველი ხალხი ღია არჩევნებს ატარებს მთელი მსოფლიოს დასანახად. დღეს ყველა მხოლოდ საქართველოს ვირჩევთ!” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები