“ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ე.წ. მედია ქართველების უმრავლესობას მტრად აცხადებს; საინტერესოა, რა პოზიცია აქვს ამაზე ევროკავშირის საელჩოს” – პაპუაშვილი

“ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ე.წ. მედია ქართველების უმრავლესობას მტრად აცხადებს. საინტერესოა, რა პოზიცია აქვს ამაზე ევროკავშირის საელჩოს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

შალვა პაპუაშვილი შესაბამის ფოტოს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ეს ფოტო ყველამ უნდა ნახოს.

“ყველამ უნდა დავხედოთ ამ ფოტოს. ყველა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას დაამსგავსეს საკუთარი თავები.

მშვიდობას ომი ამჯობინეს, ევროპის სახელით და დროშით კი ტერორს უდგანან სათავეში.

მტრად გამოაცხადებენ კი არა, ყველას სათითაოდ გაჟუჟავენ, ამათ რომ ხელისუფლება ჩაუვარდეთ ხელში.

ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ამ სამარცხვინო სექტას გავცეთ გადამწყვეტი პასუხი”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები