მარიამ ლაშხი: ვერ არევთ ქვეყანას, ეს არც მანამდე გამოგსვლიათ და არც შემდგომში გამოგივათ

,,ვერ არევთ ქვეყანას, ეს არც მანამდე გამოგსვლიათ და არც შემდგომში გამოგივათ”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, მარიამ ლაშხი უკრაინაში მებრძოლი ლადო გამსახურდიას განცხადებას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში რევოლუციაზე საუბრობს.

ლაშხის თქმით, ,,ქართული ოცნება” ძლიერი ხელისუფლებაა.

„ვერ არევთ ქვეყანას, ეს არც მანამდე გამოგსვლიათ და არც შემდგომში გამოგივათ. სახელმწიფო და „ქართული ოცნება“ – ხელისუფალი ისე, როგორც არასდროს, არის ძლიერი. ჩვენ ვნახეთ, რომ ნებისმიერი მცდელობა, ნებისმიერი ტიპის პატარა დანაშაულებიც კი თავის დროზე იყო იდენტიფიცირებული. აგრესიის გამოხატულება და რევოლუციის მოწყობა, ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ არის პირველ რიგში მიმართული. მსგავსი ადამიანების ადგილი ქვეყანაში არ არის”, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები