ელგუჯა ხოკრიშვილმა დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გახსნა

გუდაურში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით დონორთა ორდღიანი კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა გახსნა.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გარემოს ეროვნული სააგენტოს განვითარების გეგმა, ასევე უწყების მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები გააცნო.
საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრა მიზნად ისახავს სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზიანის შემცირების პოლიტიკის განხილვას, სააგენტოსა და დონორ ორგანიზაციებს შორის საერთო მიზნების მისაღწევად ეფექტური კოორდინაციის გაღრმავებასა და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვას.
შეხვედრაზე საინვესტიციო გარემოს შექმნაზე, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს განვითარებისა და გაძლიერების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
„გეოდინამიკური პროცესების მონიტორინგის, ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარების, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების შერბილების ეფექტიანი ღონისძიებების შემუშავების, ასევე, გარემოს დაბინძურების სრულყოფილი მონიტორინგისათვის აუცილებელია გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება” – განაცხადა შეხვედრაზე ელგუჯა ხოკრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები