ირაკლი ღარიბაშვილი: მწუხარებითა და სიამაყით ვიხსენებთ დიდ ქართველ მწერალს გოდერძი ჩოხელს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გოდერძი ჩოხელის დაბადებიდან 60 წლისთავს ეხმაურება. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, გოდერძი ჩოხელმა სიკეთითა და კაცთმოყვარეობით მდიდარი შემოქმედება დაგვიტოვა.
“დღეს გოდერძი ჩოხელი 60 წლის გახდებოდა. გოდერძი ჩოხელი – ეს ის სახელი და გვარია, რომელთანაც ყველა ეპითეტი ზედმეტი გამოჩნდება. და მაინც, ეს გენიალური შემოქმედი სწორედ თავისი სისადავითაა გამორჩეული. ეს იყო პიროვნება, რომლისთვისაც ყველაზე დიდი განძი ადამიანი იყო, ყველაზე დიდი სატკივარი სამშობლო და… ადამიანთა სევდა.
დღეს მწუხარებითა და სიამაყით ვიხსენებთ დიდ ქართველ მწერალს, რომელმაც ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, დაგვიტოვა მდიდარი შემოქმედება, სავსე სიკეთითა და კაცთმოყვარეობით“, – აღნიშულია პრემიერის გამოხმაურებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები