„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატმა ვარლამ ლიპარტელიანმა ვარკეთილში კრივის დარბაზის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატმა ვარლამ ლიპარტელიანმა ვარკეთილში კრივის დარბაზის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. კრივის კლუბის „მგლები“ დარბაზი საქართველოს კრივის ფედერაციისა და სამგორის რაიონის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით შეიქმნა და 200-ზე მეტ მოზარდზეა გათვლილი.

“ქართული ოცნების” პრესსამსახურის ცნობით, დარბაზის გახსნაში ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად მონაწილეობა მიიღო კრივში მსოფლიო ჩემპიონმა გიორგი კანდელაკმა, რომელიც კლუბის მხარდამჭერია. ინფორმაციისთვის კლუბი „მგლები“ 16 წელია არსებობს და არაერთი წარმატებული სპორტსმენი, მათ შორის ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი ჰყავს გაზრდილი.
ღონისძიებას სამგორის რაიონის გამგებელი, „ქართული ოცნების“ სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა სამხარაძე და გამგებლის მოადგილე, იოსებ ბურდულაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები