ადგილობრივ თვითმმართველობებში კონკურსი ორი თვით გადავადდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გია ჟორჟოლიანი ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში კონკურსის უკეთ ჩატარების მიზნით მის გადავადებას სამართლიანად მიიჩნევს.
პრლამენტმა „საჯარო სამსახურის“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. თვითმმართველობებზე მოხელის დანიშვნა კონკურსის წესით უნდა მოხდეს. ამისათვის კი ბოლო ვადად 2014 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა. ცვლილებების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სახელდება ისიც, რომ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსანტთა დიდი რაოდენობაა. შესაძლოა, ახლადშექმნილ მუნიციპალიტეტებში, სადაც არჩევნების მეორე ტური იყო დანიშნუილი 31 ოქტომბრამდე ვერ მორჩეს, რაც ხელს შეუშლის თვითმმართველობის ორგანოების გამართულ საქმიანობას. აქედან გამომდინარე, იქმნება იმის საჭიროება, რომ კონკურსი 31 ოტომბრის ნაცვლად 31 დეკემბერს ცატარდეს.
2015 წლისათვის პენსიის გაზრდა არ იგეგმება. ჟურნალისტებთან შეხვედრისას ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ 2015 წლისათვის პენსია არ გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა მინისტრს დაბალ მაჩვენებლად არ მიაჩნია, პენსიის მომატება არსებულ საბიუჯეტო ვარიანტში არ განიხილება.
2015 წლის სახელწიფო ბიუჯეტის თანახმად სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის 2.01 მილიარდი ლარი უნდა გამოიყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაგეგმილ მაჩვენებელთან შედარებით 5.6%-ით არის შემცირებული. საქტატის მონაცემებით საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 2014 წლის მონაცემებით 133.4 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები