ზაურ დარგალი: მჯერა, კვლავ ერთად, ღირსეულად გავიმარჯვებთ და განვაგრძობთ ქვეყნისა და ჩვენი მუნიციპალიტეტის მშვიდობიან განვითარებას

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მარნეულის დელეგატი ზაურ დარგალი, თამარისისა და კაჩაგანის მოსახლეობას შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დელეგატმა ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხებზე ისაუბრა, ყურადღება გამახვილდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

„სწორედ მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე მჯერა, რომ კვლავ ერთად, ღირსეულად გავიმარჯვებთ და განვაგრძობთ ქვეყნისა და ჩვენი მუნიციპალიტეტის მშვიდობიან განვითარებას“,- განაცხადა ზაურ დარგალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები