საბაჟოს თანამშრომელი სომხური წარმოების ალკოჰოლური სასმელების უკანონო რეალიზაციას ეწეოდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის ნინოწმინდის საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომელი, ანჟელიკა ანტანოსიანი დააკავა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ანჟელიკა ანტანოსიანი სარგებლობდა რა თავის სამსახურებრივი მდგომარეობით, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში სისტემატურად შემოჰქონდა დიდი ოდეობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა დასახელების სომხური წარმოების ალკოჰოლური სასმელები და კანონის გვერდის ავლით, ახორციელებდა მის რეალიზაციას სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე.
ფაქტზე გამოძიება მე-200 მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=1jYNfLTnlRo” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები