პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ წარდგინებაზე პარლამენტის წევრების ხელმოწერები შეამოწმა და მათი ნამდვილობა დაამტკიცა.
კონსტიტუციურ წარდგინებას საქართველოს პარლამენტის 81 წევრი აწერს ხელს.
პროცედურის მიხედვით, კომიტეტის მიერ ხელმოწერების ნამდვილობის დადგენის შემდეგ, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა.