“საქართველოში არის ოპოზიცია, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს ემალება” – ბოჭორიშვილი

“მარშმა აჩვენა ბევრი რამ, გამოაჩინა, რომ დღეს საქართველოში არის ოპოზიცია, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს ემალება”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

“მას არ შესწევს უნარი, რომ ესაუბროს ამომრჩეველს, მოქალაქეებთან ჰქონდეთ პირდაპირი კავშირი. ეს აჩვენებს ზუსტად იმას, თუ როგორი პოპულარობით სარგებლობენ ისინი საქართველოს მოსახლეობაში და თავადვე კარგად ხვდებიან, რომ მათი მოქალაქეებთან გამოჩენა მხოლოდ და მხოლოდ უკუშედეგის მომტანია”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები