დონეცკში “წითელი ჯვრის” თანამშრომელი დაიღუპა
დონეცკში, ქალაქის ცენტრში გახსნილი ცეცხლის შედეგად საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის “წითელი ჯვრის” თანამშრომელი დაიღუპა. დონეცკის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, “წითელი ჯვრის” თანამშრომელი შვეიცარიის მოქალაქე იყო.
“წითელი ჯვრმა“ თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. დონეცკში ”ბოევიკების” მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ტროლეიბუსების ხაზი დაზიანდა, რის გამოც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეჩერებული იყო.