“ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები იმერეთში გაგრძელდება.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, ქალაქ ქუთაისში გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები.
ღონისძიება დაიწყება 18:00 საათზე.