რუსთაველის ეროვნულ თეატრში მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სპქტაკლი – „ლუშნუ“ გაიმართება

15, 16 ოექტომბერს, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ ეთნოსპექტაკლს „ლუშნუს“ გამართავს.
რუსთაველის თეატრის ინფორმაციით, „ლუშნუ” შემეცნებითი სათავგადასავლო ჟანრის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული და ეთნოსპექტაკლია. სცენარში მიმოხილულია სხვადასხვა ისტორიული ამბავი. აგებულია წერილობითი წყაროების გადმოცემების და კვლევების შეჯერების შედეგად. გამოყენებულია ავტორთა ციტატები სვანური ფოლკლორი და ქრონოლოგიურად წარმოდგენილია უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენები.
დადგმა და სცენოგრაფია – ლაშა ონიანი;
კონცეპტი – ლაშა ონიანი, გეგი ფალიანი;
ინსცენირება – სოფო ფალიანი;
ხმა, მუსიკალური გაფორმება – გიორგი ხოსიტაშვილი;
მხატვრები – გეგი რატიანი, რამაზი ფილფანი, საშა გვარლიანი;
სადადგმო ნაწილის ხელმძღვანელი – მარიამ ნავერიანი;
განათება – შმაგი ხაჟალია, გოგა უდესიანი;
ქორეოგრაფები – გიორგი მერლანი, არჩილ მურღვლიანი.
მონაწილეობენ: გეგი ფალიანი, მანანა აბრამიშვილი / მარიამ ნავერიანი,გიორგი ნავერიანი, ბაქარი ფალიანი,
ანსამბლი „რიჰო“ ხელმძღვანელი ვახტანგ ფილფანი,
ანსამბლი „,ბანგურიანი“ – ხელმძღვანელი ბექა ჩართოლანი.
„ლუშნუ“ მუსიკალურ ქორეოგრაფიულად აწყობილი, სცენების მიხედვით, ერთმანეთში გარდამავალი დროის და ჟანრობრივი მრავალფეროვნების ფორმატით იქნება გადმოცემული, შემეცნებითი ხასიათის სპექტაკლი სვანურ ტრადიციებზე, ადათ-წესებზე, საუკუნოვან სახალხო დღესასწაულებზე, მითებზე, სამონადირეო ამბებზე, სვანურ ჩაცმულობაზე და ა.შ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები