ჭიათურაში სახალხო დღესასწაული – ,,ჭიათურობა-2024” აღინიშნა

ჭიათურაში სახალხო დღესასწაული – ,,ჭიათურობა-2024” აღინიშნა.

ქალაქში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა.

ასევე, გაიმართა თეატრალიზებული წარმოდგენები, ფლეშმობები, ფერების ფესტივალი,საპნის ბუშტების, ქიმიური, აზოტის, დრამერებისა და ორკესტრების შოუები.

ღონისძიებებს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული – ლევან ზალკალიანი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი – გივი მოდებაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე – ალექსანდრე ტაბატაძე, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი – პაატა კვიჟინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე – ალექსანდრე ციცქიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებებში სხვადასხვა აქტივობით ჩაერთნენ: აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ-სახელმწიფო თეატრი, 27-ე სპორტული სკოლა, სახვითი ხელოვნების სკოლა, გაერთიანებული ბაღები, ქალაქის საჯარო სკოლები.

დღესასწაულის ფარგლებში, მოეწყო: საგანგებო სიტუაციებისა და სამხედრო აღჭურვილობის საჩვენებელი სივრცეები,

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის რობოტიკის გამოფენა.

ჭიათურის სახვითი ხელოვნების სკოლის მიერ ჭიათურელი ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა.

ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ბონდის მღვიმეში ახლად აღმოჩენილი 10000 -წლოვანი ადამიანის უნიკალური ნაშთები გამოიფინა.

მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ღონისძიება – „ევროკავშირის ქვეყნები გვილოცავენ „ ჭიათურ-ქალაქობას“ წარმოადგინეს.

კულტურის ცენტრის მიმდებარედ, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულმა ერთეულებმა,ტრადიციულად, ღია ცის ქვეშ, იმერულ ფაცხებში ეთნოგრაფიული კუთხე ფოლკლორითა და სამზარეულოთი წარმოადგინეს.

ნაგუთის დასახლებაში ჯადული იობაშვილის სახელობის ახლად რეაბილიტირებული სტადიონი გაიხსნა, სადაც მოეწყო ტრიბუნები და აშენდა ადმინისტრაციული შენობა.

აღსანიშნავია, რომ,,ამიერიდან, ჭიათურას აკაკი წერეთლის ჩანაწერებში არსებული უნიკალური რეცეპტებით შთაგონებული, ქართული გასტრონომიული კუთხე – „სადილი აკაკის სახლში“, შეემატა, სადაც ტრადიციული გემოების თანამედროვე ინტერპრეტაცია ისტორიულ კულინარიულ მემკვიდრეობას გააცოცხლებს.

ღონისძიების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დააჯილდოვა.

საღამოს კულმინაცია ჭიათურის საპატიო მოქალაქეების დასახელება გახლდათ.

წელს ეს საპატიო ტიტული მიენიჭათ:

• აკაკი გვარუციძეს -ასოცირებულ პროფესორს,

• დემურ ასანიძეს- დამსახურებულ სამთოელს

• ეთერ შედანიას- არაერთი თაობის აღმზრდელ ღვაწლმოსილ პედაგოგს

• სეით (ხუტა) ბლიაძეს-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებათა კანდიდატს, თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო- ტექნიკურ ცენტრ “დელტას” საკონსტრუქტორო დიზაინის, კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსს.

• ნარგიზ ჩუბინიძეს- სანდრო კავსაძის სამუსიკო სკოლის ყოფილ დირექტორს.

• ოთარ ჩხეიძეს (გარდაცვალების შემდეგ) ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილ მსახიობს

• გოჩა შუბითიძეს -ჭიათურის N1 საჯარო სკოლის დირექტორს,

საპატიო ჭიათურელები ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი მოდებაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა დააჯილდოვეს.

საპატიო მოქალაქეებსა და ჭიათურობაზე შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი.

,ჭიათურობა-2024“ დღესასწაულზე გამართულ ღონისძიებაში, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა „ჩანგმა“ და ადგილობრივმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა მიიღეს მონაწილეობმა. შედგა კომპოზიტორ დავით არჩვაძის ახალი კომპოზიციის პრემიერა, რომელიც მარიამ მოდებაძემ და კვარტეტმა „ჭიათურამ“ შეასრულეს.

საღამო „ღამის შოუს“ ბენდის კონცერტით და სადღესასწაულო ფოიერვერკით დასრულდა.

ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები