ირაკლი კობახიძე – ოპოზიციაზე: ერთადერთი მიზანი, რაც ამოძრავებთ მათ პატრონებს, არის ის, რომ უნდათ, ძალაუფლება დაუბრუნონ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“

“ერთადერთი მიზანი, რაც ამოძრავებთ მათ პატრონებს, არის ის, რომ უნდათ, ძალაუფლება დაუბრუნონ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, იმისათვის, რომ მათ კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე გახვიონ ქვეყანა ომში”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მთავარი მიზეზი, რატომაც პატრონები გარედან ცდილობენ, ხელისუფლებაში დააბრუნონ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის სწორედ ის, რომ ისინი გაბრაზებული არიან „ქართულ ოცნებაზე“ ომის არგაჩაღების, მეორე ფრონტის არგახსნის გამო. ერთადერთი მიზანი, რაც ამოძრავებთ მათ პატრონებს, არის ის, რომ უნდათ, ძალაუფლება დაუბრუნონ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, იმისათვის, რომ მათ კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე გახვიონ ქვეყანა ომში. ამიტომ, ეს სარეფერენდუმო საკითხი ომთან და მშვიდობასთან დაკავშირებით, არის მთავარი საკითხი, რაც უნდა გადაწყდეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები