ირაკლი კობახიძე: ევროკავშირი გამჭვირვალობის კანონს ვერ იღებს, რადგან არ უნდათ იგივე კანონის მოქმედება საქართველოში – ეს ტრაგიკომიკური მოვლენაა

“წარმოიდგინეთ, სად არის ევროკავშირის კონკრეტული სტრუქტურა, რა მძიმე მდგომარეობაა და ამ მძიმე მდგომარეობას აქვს ერთადერთი მიზეზი – ეს არის ის გარე გავლენები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. სხვანაირად, ამ კანონის განხილვა ევროკავშირში არ გაჩერდებოდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განაცხადა.

„ღიმილის მომგვრელია, ტრაგიკული რომ არ იყოს. წარმოიდგინეთ, ევროკავშირმა დააინიციირა კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ, მიაჩნდა და დღესაც მიაჩნია, რომ ეს კანონი ანუ, „ენჯეოების“ გამჭვირვალობა ევროკავშირშიც არის მნიშვნელოვანი და გააჩერა ამ კანონის განხილვა ერთადერთი მიზეზით, რომ მერე ვეღარ მოსთხოვენ საქართველოს ამ კანონთან დაკავშირებით განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას.

წარმოიდგინეთ, სად არის ევროკავშირის კონკრეტული სტრუქტურა, რა მძიმე მდგომარეობაა და ამ მძიმე მდგომარეობას აქვს ერთადერთი მიზეზი – ეს არის ის გარე გავლენები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. სხვანაირად, ამ კანონის განხილვა ევროკავშირში არ გაჩერდებოდა. თუმცა, ევროკავშირის სტრუქტურები, სამწუხაროდ, არ არის სრულად დამოუკიდებელი. არის არსებითი გავლენა იმ ძალების მხრიდან, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალური ომის პარტიას და ასეთ პირობებში მათ უწევთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული გადაწყვეტილებების მიღება. მიაჩნიათ, რომ რაღაც კანონი არის მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის, მაგრამ ვერ იღებენ ამ კანონს, რადგან არ უნდათ იგივე კანონის მოქმედება საქართველოში, ეს არის ტრაგიკომიკური მოვლენა“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები