ირაკლი კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ რადიკალური ოპოზიციის გამარჯვება, პიარულადაც კი არ შეფუთავენ, ერთ კვირაში გააჩაღებენ ომს ამ ქვეყანაში

“თეორიულად რომ დავუშვათ რადიკალური ოპოზიციის გამარჯვება, პიარულადაც კი არ შეფუთავენ, ერთ კვირაში გააჩაღებენ ომს ამ ქვეყანაში, პირველი სხდომიდან ერთ კვირაში გააჩაღებენ ომს ყოველგვარი პიარული შეფუთვის გარეშე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს საზოგადოებამ უნდა გააკეთოს არჩევანი იმ ობიექტური რეალობის გათვალისწინებით, რაც საქართველოშია.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებამ უნდა გააკეთოს არჩევანი იმ ობიექტური რეალობის გათვალისწინებით, რაც არის ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გარშემო. შემიძლია, გავიმეორო ის, რაც არაერთხელ გვითქვამს, თეორიულად რომ დავუშვათ რადიკალური ოპოზიციის გამარჯვება, პიარულადაც კი არ შეფუთავენ, ერთ კვირაში გააჩაღებენ ომს ამ ქვეყანაში, პირველი სხდომიდან ერთ კვირაში გააჩაღებენ ომს ყოველგვარი პიარული შეფუთვის გარეშე. აქედან გამომდინარე, ეს არჩევანი და ეს სარეფერენდუმო საკითხი არის სრულიად ლეგიტიმური. სინამდვილეში, ეს არის მთავარი საკითხი. მთავარი მიზეზი, რატომაც პატრონები გარედან ცდილობენ, ხელისუფლებაში დააბრუნონ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის სწორედ ის, რომ ისინი გაბრაზებული არიან „ქართულ ოცნებაზე“ ომის არგაჩაღების, მეორე ფრონტის არგახსნის გამო. ერთადერთი მიზანი, რაც ამოძრავებთ მათ პატრონებს, არის ის, რომ უნდათ, ძალაუფლება დაუბრუნონ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რათა მათ კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე გახვიონ ქვეყანა ომში. ამიტომ, ეს სარეფერენდუმო საკითხი ომთან და მშვიდობასთან დაკავშირებით არის მთავარი საკითხი, რაც უნდა გადაწყდეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები