ირაკლი კობახიძე – ოპოზიციაზე: მათი საარჩევნო კამპანია წარმოებს თავიდან ბოლომდე გარედან, ეს მათ უსუსურობაზე მეტყველებს

“ქვეყნის შიგნით ისინი ვერ ატარებენ კამპანიას და მათი საარჩევნო კამპანია წარმოებს თავიდან ბოლომდე გარედან. ეს მათ უსუსურობაზე მეტყველებს”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ ფონზე საზოგადოებას არ უნდა გაუკვირდეს ის, რომ რადიკალური ოპოზიცია, მთელი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც გადალახავს ბარიერს, ჯამში მიიღებს დაახლოებით 20%-ს.

„რაც შეეხება გარე ჩარევას, ამას ყველა ვხედავთ – არის ერთგვარი მცდელობა, ქართველი ამომრჩევლის ნებაზე გარედან მოახდინონ ზეგავლენა. რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის შიგნით ვერ ატარებს არჩევნებს, ხალხთან ვერ გადიან. თქვენ რომ ნახოთ სოფლებში, ქალაქების უბნებში და ასე შემდეგ, ისინი კამპანიას საერთოდ არ ატარებენ, აქვთ ხოლმე გარკვეული კამპანიური ღონისძიებები, ისიც მაქსიმუმ, მუნიციპალური ცენტრის დონეზე, მათ არ აქვთ სასაუბრო არაფერი ხალხთან არც იმასთან დაკავშირებით, თუ რა დანაშაულები აქვთ ჩადენილი 9 წლის მანძილზე, არც იმაზე, თუ რას აკეთებდნენ, როგორ ცდილობდნენ შეერყიათ ქვეყანა 12 წლის განმავლობაში და არც მომავალზე არაფერი აქვთ სალაპარაკო.

აქედან გამომდინარე, ქვეყნის შიგნით ისინი ვერ ატარებენ კამპანიას და მათი საარჩევნო კამპანია წარმოებს თავიდან ბოლომდე გარედან. ეს მათ უსუსურობაზე მეტყველებს და ასეთ ფონზე საზოგადოებას არ უნდა გაუკვირდეს ის, რომ რადიკალური ოპოზიცია, მთელი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც გადალახავს ბარიერს, ჯამში მიიღებს დაახლოებით 20%-ს. ეს არის მათი უსუსურობის, წარსული დანაშაულის და დღევანდელი სახის შედეგი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები