ბათუმში ახლად აშენებული მე-16 საჯარო სკოლა გაიხსნა

ბათუმში 2000 მოსწავლეზე გათვლილი ახლად აშენებული მე-16 საჯარო სკოლა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასწავლო გარემოში სწავლის დაწყება მიულოცეს

“აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს განათლების,  მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.

ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით აშენდა 3 სართულიანი შენობა. საკლასო ოთახების გარდა, შენობაში განთავსდა ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, 300 მაყურებელზე გათვლილი სააქტო დარბაზი, ღია და დახურული სპორტული მოედნები, ტრიბუნები. შენობა ადაპტირდა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. სრულად კეთილმოეწყო ტერიტორია.

სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს. წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით ჯამში 100-მდე საჯარო სკოლა გაიხსნება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები