გერმანია უკრაინას 1.4 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ, 1.4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტს გამოუყოფს,- ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ელჩი, ოლაფ შოლცი ავრცელებს.

„წლის ბოლომდე, ბელგიის, დანიისა და ნორვეგიის მხარდაჭერით, ჩვენ უკრაინას 1.4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს გამოვუყოფთ“, – განაცხადა შოლცმა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, დახმარების პაკეტი მოიცავს საზენიტო იარაღს, თვითმავალ არტილერიას, ჯავშანტექნიკას, საბრძოლო თვითმფრინავებს, რადარებსა და საბრძოლო მასალას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები