ზარქუა – რადიკალურ ოპოზიციაზე: შეუძლებელია, ქართველი კაცი ამ უსამშობლოების გვერდით დადგეს

“არ აქვთ მხარდაჭერა, შეუძლებელია, ქართველი კაცი ამ უსამშობლოების გვერდით დადგეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, „გორბის“ კვლევაში  შავით თეთრზე წერია, რომ  „ქართულ ოცნებას“ აქვს 60%-იანი მხარდაჭერა.

„არ აქვთ მხარდაჭერა, შეუძლებელია, ქართველი კაცი ამ უსამშობლოების, რომელიც გეუბნებათ, ბოდიში და იმ თქვენს ღვინოში ჩაგიფ***-ო, იმის გვერდით დადგეს. კაცი, რომელიც ამბობს, ახალი სახე ვარო და ზონდერს რომ წარმოგიდგენს – გვარამიას, კაპიტან გიგაურს, მელიას, რომელსაც ხმა არ ამოუღია, ზუგდიდში, სადაც ოდაბადუ აქვს, ნარები დაუდგეს ახალაიებმა, ისევ იმ პარტიაში გაწევრიანდა და იმ პარტიის სახელით გელაპარაკებოდა.

ამათ ხალხთან სალაპარაკო არ აქვთ. ამიტომაც არის, რომ არ მოსწონთ ის „გორბის“ კვლევა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ დიახ, საქართველოს მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ აქვს 60%-მდე. დანარჩენი უსამშობლოებიდან, „ნაცების“ სექტა მაინც არის, რაღაც გარკვეული ჯგუფი, გაინაწილეს და ისინი გადალახავენ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები