სამტრედიაში მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამტრედიაში მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე სახურავის მოწყობისა და ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოები ტარდება თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე N 26 მრავალბინიან კორპუსში.

,,ამორტიზებული კედლები თანამედროვე ენერგოეფექტური მასალით შეიფუთება, შეიცვლება კარ-ფანჯრები. სამუშაოების დასრულების შემდგომ სრულიად ახალი იერსახე მიეცემა უბანს, რომლის მცხოვრებლების განცხადებით მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ათეული წელია არანაირი სარემონტო
სამუშაოები არ განხორციელებულა.

ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის
ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები
თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
გარდა აღნიშნული პროექტისა ქალაქის ტერიტორიაზე უკვე განხორციელდა ლაშა თევზაძის და თამარ მეფის ქუჩებზე არსებული კორპუსების რეაბილიტაციის სამუშაოები, რამაც ადგილობრივებისთვის კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნასთან ერთად ქალაქის იერსახეც მნიშვნელოვნად
გააუმჯობესა.
რაც შეეხება უახლოესი პერიოდის სამუშაოებს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე
მრავალსართულიანი ბინების ფასადების რეაბილიტაცია უკვე დაგეგმილია”, – წერია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები